პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 18 ივნისი 2026, 13:50

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა დაზარალებული მოატყუეს თითქოსდა აშენებულ და დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინას ყიდდნენ. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაუგზავნეს სხვა საცხოვრებელი ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოსდა სწორედ აღნიშნულ ბინას ყიდდნენ, რეალურად კი მიყიდეს დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით - 102 850 ლარს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრმა „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა ციხეში ბაჩო ახალაია მოინახულეს
ლევან მაჭავარიანი - რასა იუკნევიჩიენეს განმარტებები მოუწევს, თუ იმას ამბობს, რასაც გულისხმობს, თურმე ომის წესებით უნდა ითამაშო, ევროკავშირში გაწევრიანება თუ გინდა
ჯივიპი მოსახლეობას: 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
ცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
არქივი