ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო მათ შორის, მოთხოვნებს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. პასუხი გავეცით ყველა კითხვას, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპაციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ გავაცანით ბელგიურ მხარეს ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. ასევე, საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი არადა არ აღიარებს, რომ დემონსტრაციები არ იყო ძალადობრივი. არადა, ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბელგიურ მხარეს მივაწოდეთ. ვიცით, რა არის მათი წუხილები, იგივე კანონებთან დაკავშირებით. ამიტომ, ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი გვქონდა“, - აღნიშნა მან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ქართველ დეპუტატებს შეხვედრა ჰქონდათ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, განიხილეს საქართველო ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებიც.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |