ცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 18 ივნისი 2026, 15:56

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯერი სჭირდება, სოციალურ ქსელში აფასებს.

ანანიძის თქმით, ჟორჟოლიანის მენეჯერობა პარტიაში არსებული კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანას ნიშნავს.

„ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა“, - წერს ცოტნე ანანიძე.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრმა „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა ციხეში ბაჩო ახალაია მოინახულეს
ლევან მაჭავარიანი - რასა იუკნევიჩიენეს განმარტებები მოუწევს, თუ იმას ამბობს, რასაც გულისხმობს, თურმე ომის წესებით უნდა ითამაშო, ევროკავშირში გაწევრიანება თუ გინდა
ჯივიპი მოსახლეობას: 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
ნიკოლოზ სამხარაძე: ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან
არქივი