პრემიერ-მინისტრმა „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 18 ივნისი 2026, 20:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს სტუდფესტის წარმატებით ჩატარება მიულოცა.

„20 ათასზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული წლევანდელ ღონისძიებებში. სტუდფესტმა წელს ღონისძიებების გამორჩეულად ფართო სპექტრი მოიცვა. მარტო გარბენში ჩართული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტივაციასა და ენთუზიაზმზე მეტყველებს, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ გამარჯვებულებს! ჩვენი ვალია, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. შეგვიძლია, დავდოთ პირობა, რომ სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და კიდევ უფრო გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დედაქალაქის მერს და მერიას, რუსთავის მერს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ახალგაზრდებს „სტუდფესტი 2026-ის“ წარმატებით ჩატარება მიულოცეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მინისტრმა სტუდფესტის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. „სტუდფესტი 2026-ის“ გამარჯვებულის ჯილდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა.

ფესტივალის დახურვის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდფესტის მონაწილეები დაესწრნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა ციხეში ბაჩო ახალაია მოინახულეს
ლევან მაჭავარიანი - რასა იუკნევიჩიენეს განმარტებები მოუწევს, თუ იმას ამბობს, რასაც გულისხმობს, თურმე ომის წესებით უნდა ითამაშო, ევროკავშირში გაწევრიანება თუ გინდა
ჯივიპი მოსახლეობას: 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
ცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
არქივი