თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მოიყვანეს პარტიაში ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება პოლიტიკის სფეროში რაიმეს რეფორმატორი იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 19 ივნისი 2026, 00:24

ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ცვლილებას.

„ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მოიყვანეს [პარტიაში] ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება პოლიტიკის სფეროში რაიმეს რეფორმატორი იყოს, მითუმეტეს სიახლის შემტანი. მით უმეტეს, სახე იყოს შენი პარტიის. ეს გიხაროდეს და თვლიდე, რომ ქართველი ხალხი იტყვის, ძლივს არ იპოვეს ისეთი სახე, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭირო და გაყვეო?! ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში“, - აღიშნა შარმანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
პრემიერ-მინისტრმა „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა ციხეში ბაჩო ახალაია მოინახულეს
ლევან მაჭავარიანი - რასა იუკნევიჩიენეს განმარტებები მოუწევს, თუ იმას ამბობს, რასაც გულისხმობს, თურმე ომის წესებით უნდა ითამაშო, ევროკავშირში გაწევრიანება თუ გინდა
არქივი