რუსეთში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 19 ივნისი 2026, 00:34

რუსეთში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს ვებგერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემთხვევაში შტატების მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები უნდა დაიცვან და თავშესაფარი მოძებნონ.

„უპილოტო საფრენი აპარატების ან დრონების თავდასხმები და აფეთქებები მოხდა უკრაინის საზღვართან, ასევე, რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანსა და სანკტ-პეტერბურგში. საგანგებო შემთხვევაში უნდა მიჰყვეთ რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს და მოძებნოთ თავშესაფარი. უპილოტო საფრენი აპარატის ან დრონის დანახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაადგილდით და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი. არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაუღოთ ფოტო უპილოტო საფრენ აპარატს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ან უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებულ საგნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საელჩო აცხადებს, რომ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სურათების. ისინი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ კანონის დარღვევამ, შესაძლოა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.

„აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ვურჩევთ და მკაცრად ვახსენებთ, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მოიყვანეს პარტიაში ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება პოლიტიკის სფეროში რაიმეს რეფორმატორი იყოს
თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
პრემიერ-მინისტრმა „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა ციხეში ბაჩო ახალაია მოინახულეს
ლევან მაჭავარიანი - რასა იუკნევიჩიენეს განმარტებები მოუწევს, თუ იმას ამბობს, რასაც გულისხმობს, თურმე ომის წესებით უნდა ითამაშო, ევროკავშირში გაწევრიანება თუ გინდა
არქივი