4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 19 ივნისი 2026, 17:42

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა.

ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად, ქვეყნის მასშტაბზე გამოცხადდა ძებნა. იმ შემთხვევაში, თუკი, მას ქვეყნის საზღვარი დატოვებული აქვს, დარახველიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ია დარახველიძე - მე კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ! - წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია
ტრამპი აცხადებს, რომ მის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრემიერთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, დავადასტურეთ ერთგულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი
ემომალი რახმონი - შევთანხმდით საქართველო-ტაჯიკეთის სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, ეს უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ დახმარებას პრაქტიკული მიმართულებით
არქივი