72
19 ივნისი 2026, 17:53
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს იმერეთში მიმდინარეობს.
შეხვედრა, რომელსაც რეგიონის ახალგაზრდები და სტუდენტები ესწრებიან, წყალტუბოში იმართება. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
დამსწრეები ახალგაზრდული სივრცეების არსებობაზე, პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაზე და ახალგაზრდული კლუბების შექმნაზე საუბრობენ.
კითხვები დაისვა დასაქმების თემაზე და ქვეყნის საგარეო კურსზე. კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრება ცოტნე ივანიშვილი.
ამით სრულდება შეხვედრები რეგიონებში და შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გაიმართება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |