ემომალი რახმონი - შევთანხმდით საქართველო-ტაჯიკეთის სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, ეს უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ დახმარებას პრაქტიკული მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 19 ივნისი 2026, 18:22

დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, – ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას.

„განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისთვის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაგების ხელშესაწყობად. მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში. დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის. საუბრისას ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნა ემომალი რახმონმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ია დარახველიძე - მე კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ! - წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია
ტრამპი აცხადებს, რომ მის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრემიერთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, დავადასტურეთ ერთგულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს იმერეთში გაიმართწ
არქივი