60
19 ივნისი 2026, 18:41
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილეს.
„ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შევხვდი და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |