პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 19 ივნისი 2026, 19:14

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და ოდენობის, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვეს და განათავსეს სხვადასხვა ლოკაციაზე.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ია დარახველიძე - მე კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ! - წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია
ტრამპი აცხადებს, რომ მის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრემიერთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, დავადასტურეთ ერთგულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი
ემომალი რახმონი - შევთანხმდით საქართველო-ტაჯიკეთის სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, ეს უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ დახმარებას პრაქტიკული მიმართულებით
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს იმერეთში გაიმართწ
არქივი