ტრამპი აცხადებს, რომ მის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 19 ივნისი 2026, 20:33

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ომიდან მიღებული გამოცდილების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ მის ძალაუფლებას „არანაირი შეზღუდვა“ არ გააჩნია.

ინტერვიუს დროს Axios-ის ჟურნალისტმა, მარკ კაპუტომ პრეზიდენტს ჰკითხა, მიხვდა თუ არა ის ახლო აღმოსავლეთში მომხდარი კონფლიქტის შედეგად, რომ მის ძალაუფლებას მაინც აქვს გარკვეული შეზღუდვები.

„ეს გაკვეთილი ჯერ არ მისწავლია“, - უპასუხა მან. „ვიცი, რომ არსებობს [ზღვარი], მაგრამ სინამდვილეში არანაირი ზღვარი არ არის. ჩვენ ისინი სამხედრო თვალსაზრისით სრულად დავამარცხეთ“.

კაპუტომ ტრამპს ასევე ჰკითხა მის თავდაპირველ დაპირებაზე, რომ ომი თეირანის „უპირობო კაპიტულაციით“ დასრულდებოდა და მინიშნება გააკეთა იმ ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელსაც პრეზიდენტმა ოთხშაბათს მოაწერა ხელი.

„ისე, ეს ალბათ მართლაც უპირობო კაპიტულაციაა“, - უთხრა ტრამპმა გამოცემას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს
მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
ია დარახველიძე - მე კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ! - წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრემიერთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, დავადასტურეთ ერთგულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი
არქივი