ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე: ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 20 ივნისი 2026, 20:08

ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია. ეს სახიფათო რეალობაა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნების დღიდან ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ აბსოლუტური ილუზია იყო ევროკავშირში რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი.

„ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მთლიანად ექვემდებარება დიფ სტეიტს დაიღალა კონსესუსის ძიებით სხვადასხვა საკითხებზე დავალებების აღსრულების პროცესში. ყველაზე რთული გაკვეთილი მიიღეს მაშინ, როდესაც უნგრეთმა შეაჩერა 90 მლნ-იანი სესხის გამოყოფა და ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ ფონ დერ ლაიენი და ბიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები, რომ გადასახედი იყო ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესი, ასეთვე მორჩილებას ითხოვდნენ ჩვენგან. ახლა წინასწარ იზღვევენ თავს, თუ კი ევროკავშირი ოდესმე გაფართოვდება, რომ ახალ წევრებს არ ჰქონდეთ ხმის უფლებაც კი. საქართველოს კონტექსტში რომ წარმოვიდგინოთ, თუ ჩვენ ოდესმე გავხდებით ევროკავშირის წევრი ჩვენივე გადაწყვეტილებაზე ხმის უფლებაც კი არ გვექნება ისე მიიღებს რომელიმე ფონ დერ ლაიენი და რომელიმე კაია კალასი გადაწყვეტილებას. ამ პროცესს ევროინტეგრაციის პროცესს ვერ დავარქმევთ, ჩვენ ამ პროცესს უნდა დავარქვათ უკან საბჭოთა კავშირში“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ხაბეიშვილი - გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი
ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა
შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო.
ზურაბ პატარაძე: ბათუმი სრულად მზად არის საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება
არქივი