ნანუკა ჟორჟოლიანი ჩერგოლეიშვილის სტატუსზე - რატომ არ გმობთ, არაინფლუენსერი პოლიტიკოსის მავნებლობას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? სად არიან კოალიციის სხვა ლიდერები? რატომ არ ემიჯნებიან ამ განცხადებას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 21 ივნისი 2026, 14:02

ქართული ოცნება ჯერ აკმაყოფილებს გოგა ხაინდრავას საჩივარს ფორმულას წინააღმდეგ და რამდენიმე დღეში, კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ფორმულამ ნახევარი მილიონი შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ის აცხადებს, რომ „ფორმულაზე” ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ინტერესდება, რატომ არ ემიჯნებიან ჩერგოლეიშვილის ამ განცხადებას კოალიციის სხვა ლიდერები.

„ვინმეს გეჩვენებათ რომ ფორმულაზე შეტევა ორკესტრირებული არაა?

ბაბლო, ასეთ დროს მართლა გგონიათ რომ შიმერია ამ ქვეყანაში პრობლემა? მართლა გგონიათ რომ ნაცების შიდაპარტიული თემები უფრო საინტერესოა? ან, მიშა რა სტატუსს დაწერს?

რატომ არ გმობთ, არაინფლუენსერი პოლიტიკოსის მავნებლობას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათ? სად არიან კოალიციის სხვა ლიდერები? რატომ არ ემიჯნებიან ამ განცხადებას? რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?

ფორმულას თავზე ღრუბელს აგროვებენ და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით მეტი შანსი იქნება მისი გადარჩენის“, - წერს ჟორჟოლიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე - სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ, და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?
ზაალ ანჯაფარიძე: ლიაკა ხოშტარიამ ეტყობა ჩათვალა, რომ ციხიდან გმირად ვერ გამოვიდოდა და ახლა უნდა წამებულად გამოვიდეს, აიღო მაგალითი მიშასგან, და დაიწყეს მისიანებმა, ისე როგორც მიშას შემთხვევაში, რომ კვდება, ჯანმრთელობა დაუზიანდა და ა.შ. ამ დღეებში ამ კინოსერიალს ვუყურებთ "Free Helen"
ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით
არქივი