შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 21 ივნისი 2026, 17:26

შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში პაკისტანისა და კატარის დელეგაციების შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში გაფრენის წინ მან თავის მთავარ პრიორიტეტებად მოლაპარაკებების პროცესის სტრუქტურის შემუშავება, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში წინსვლა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა დაასახელა.

ირანის დელეგაციის სათავეში შვეიცარიაში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ გალიბაფი ჩავიდა. მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანში განაცხადეს, რომ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმება ვერ გაფორმდება, ხოლო ჰორმუზის სრუტე ვერ გაიხსნება მანამ, სანამ ლიბანში საომარი მოქმედებები არ შეწყდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი