შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 21 ივნისი 2026, 21:45

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ მომლაპარაკებელ ჯგუფთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

ამ დროისთვის, უცნობია მოლაპარაკებების დეტალები.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRIB-ის ცნობით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა. ამავე ცნობებით, პირველი 80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო - განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.

მოლაპარაკებებში აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს - კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ასევე, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.

ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი