28 ივნისს პატრიარქი, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 22 ივნისი 2026, 00:15

28 ივნისს, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

"2026 წლის 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს", - წერია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი