სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიმართ უხამსი კომენტარისთვის, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 22 ივნისი 2026, 18:18

ცოტა ხნის წინ დასრულდა მოქალაქე ივანე კოდელაშვილის სასამართლო პროცესი.

კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი ლარი შეეფარდა.

სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა არც სამართალდამრღვევი და არც მისი უფლებადამცველი.

„ივანე კოდელაშვილმა კომენტარის სახით დატოვა აღნიშნული შეურაცხმყოფელი ფრაზები, შეურაცხმყოფელი კონტექსტით, რომელიც მიემართებოდა ბატონ მამუკას და ამ შემთხვევაში, ბატონ მამუკას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

სასამართლომ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა და ნამდვილად ჰქონდა ბატონ ივანეს მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი, რომლის საფუძველზეც სამართალდარღვევის ოქმი იყო შედგენილი. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილებით ის ცნეს სამართალდამრღვევად და ჯარიმის სახით 4 ათასი ლარის ოდენობით თანხა დაეკისრა“, - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე ქირიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული
ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები
არქივი