ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 22 ივნისი 2026, 20:06

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასა და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იქნება, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და გარკვეულ ჯგუფებს. სეფაშვილის შეფასებით, ეს ფაშისტური სეგრეგაციის მოდელია.

დეპუტატის აზრით, კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციას არ გაუჩერებენ. სეფაშვილმა განმარტა, რომ საქართველო სჭირდება ევროკავშირს და მაგალითად მოიყვანა საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი:

„თავისუფალი უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება შეჩერებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ინტერესებს ერგება. ერთი მხრივ, კრიტიკულ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ მეორე ხელით ცდილობენ, საქართველო შორს არ გაუშვან. ამაზე მოწმობს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი წყალქვეშა ენერგოგადამცემი კაბელის პროექტისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება“ - განაცხადა სეფაშვილმა.

დეპუტატმა თქვა, რომ პროექტისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება გულისხმობს მისი განხორციელებისთვის დაჩქარებული ღონისძიებების წარმართვას.

„ეს არის ფაშისტური მიდგომა. სწორედ ფაშისტურ გერმანიაში არსებობდა მოსახლეობის მსგავსი სეგრეგაცია. ევრობიუროკრატები ამგვარი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“. ვფიქრობ, სასაცილოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხალხის გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ეს იმდენად აბსურდია, მე დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის პოზიციის მიუხედავად, ევროკომისია არ გაიზიარებს ამ მიდგომას. მეტის იმედიც მექნება- თავისუფალი უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება შეჩერებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ინტერესებს ერგება. ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნება. ერთი მხრივ, კრიტიკულ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ მეორე ხელით ცდილობენ, რომ საქართველო შორს არ გაუშვან. ამაზე მოწმობს ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი წყალქვეშა ენერგოგადამცემი კაბელის პროექტს ევროკომისიამ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. რაც გულისხმობს, რომ ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით საჭირო ღონისძიებები დაჩქარებული წესით წარიმართება ევროკავშირის შიგნით“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული
ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები
არქივი