ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 22 ივნისი 2026, 20:09

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კირ სტარმერის განცხადებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ყოველთვის „სასურველი სტუმარი“ იქნება ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.

„კირ, მადლობა ჩვენი თანამშრომლობისთვის, შენი მხარდაჭერისთვისა და იმ ერთობლივი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებმაც ჩვენი ევროპა და ჩვენი სიცოცხლის დაცვის მექანიზმები უფრო გააძლიერა.

გაერთიანებული სამეფო იყო, არის და დარჩება მსოფლიოს ლიდერებს შორის. აქ, უკრაინაში, ჩვენ ღრმად ვაფასებთ ბრიტანეთს. თითოეული შეხვედრა და თითოეული საუბარი, რომელიც გვქონია, ყოველთვის სავსე იყო რეალური შინაარსით.

მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის კონტაქტზე იყავი, ყოველთვის ჩართული და ყოველთვის ცდილობდი გაგეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო და რაც ნამდვილად დაგვეხმარებოდა.

გაერთიანებულ სამეფოს და ყველა ბრიტანელს ვუსურვებ წარმატებას, ისევე როგორც თქვენი ეროვნული მიზნების განხორციელებას. ჩვენ გვჯერა ბრიტანეთის“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული
ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“
არქივი