ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 22 ივნისი 2026, 21:28

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე მედიასთან ისაუბრა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს.

დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და სწორედ ამაზე წუხან ჩვენი ე.წ. მეგობრები და ე.წ. პარტნიორები. მათ სიტყვა პარტნიორობის განმარტება ნამდვილად არ იციან, მათ პარტნიორობა დირექტივები და თითის ქნევით საუბარი ჰგონიათ, ჩვენს ქვეყანასთან და საზოგადოებასთან ეს ნამდვილად არ გამოუვათ. მათი მხრიდან ბევრი აბსურდული დირექტივა მოგვისმენია, ბევრი დირექტივა მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იგივე ფასი აქვს იმ რეზოლუციებს, რაც ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია რეზოლუციის პროექტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის, მორიგ სერიას - „მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან - ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება“
პეტრე ცისკარიშვილი - ადამიანი თუ გადაწყვეტს, გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის რანგში ან სხვა პოზიციაზე და პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება ამ გუნდს, არ მგონია, ეს შორსმჭვრეტელობას ასახავდეს
ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული
ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები
ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“
არქივი