ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 23 ივნისი 2026, 01:43

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომელიც 22 ივნისს გამართული მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გაკეთდა, ამიერიდან გაწევრიანებისკენ სვლის ტემპი მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, თითოეული კანდიდატი ქვეყანა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ პროგრესზე.

„პირველი კლასტერის გახსნის შემდეგ თითოეული კანდიდატი ქვეყანა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, რადგან მათ უნდა შეასრულონ რეფორმების ვალდებულებები და ეს რეფორმები განსხვავებულია სხვადასხვა კანდიდატი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

საუბრისას სამომავლო მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კონკრეტულად მოლდოვას პერსპექტივებს აფასებდა, რადგან პრესკონფერენცია სწორედ მოლდოვა-ევროკავშირის სამიტს ეძღვნებოდა.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც დაიცავს მიღწეულ შედეგებზე დაფუძნებული პროგრესის შეფასების პრინციპს და არა პოლიტიკურ დეკლარაციებს ან თვითნებურ ვადებს.

„დღეს მე მხოლოდ მოლდოვაზე ვსაუბრობ და მიმაჩნია, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი მოლდოვას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე „რაც შეიძლება მალე“ კონცეფცია. რადგან „რაც შეიძლება მალე“ არაფერს ამბობს - რასთან მიმართებაში? მაშინ როცა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი ყველაფერს ნათლად განსაზღვრავს“, - განაცხადა მან.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბირთვს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი წარმოადგენს, რაც მოლდოვასთვის გაცილებით უკეთესია, რადგან ამ გზით მათ შეუძლიათ შედეგების მოტანა, „ჩვენ კი - ჩვენი დაპირების შესრულება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა
მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა
არქივი