ირაკლი კობახიძე: საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია „პოსტვ-ის“ არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 23 ივნისი 2026, 13:28

საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია „პოსტვ-ის“ არ შეექმნება პრობლემები და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული.

„სირცხვილია, რაც მოხდა. ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი, იმიტომ რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ და ბრიტანეთმა გადაწყვიტა, დაეხურა საქართველოში ტელევიზია და თავს დასხმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრი. დანარჩენი არ არის საინტერესო. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია „პოსტვ-ის“ არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, ეს არის გარანტია. დაახლოებით, ერთი წლის წინ, მე თქვენ დაგპირდით, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. ახლაც ზუსტად ასევე გპირდებით, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც „პოსტვ-ის“ არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას,“- აღნიშნა პრემიერმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა
მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა
არქივი