მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 23 ივნისი 2026, 14:24

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც აქვთ პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ის ნარატივები, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტებში: ევროპარლამენტში მუდმივად ვხედავთ, ვხედავთ ევროპის საბჭოში, იყო მცდელობა ეუთო-შიც გამოეყენებინათ - გახსოვთ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და ეს საკითხი აქტიურად განიხილება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა
მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა
არქივი