Reuters: რუსეთი უკრაინის დარტყმების გამო საწვავის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 23 ივნისი 2026, 14:35

რუსეთი განიხილავს საწვავის იმპორტისა და შესაბამისი სუბსიდიების მექანიზმების ამოქმედებას, რათა ბენზინისა და დიზელის მიწოდების შეფერხებით გამოწვეული ფასების ზრდა შეაკავოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეფერხებები უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.

როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის მრავალ რეგიონში, რომელიც მსოფლიოში ნედლი ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელია, საწვავის დეფიციტის გამო დაფიქსირდა საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები, ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა და ავტოგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები.

რუსეთი ნედლი ნავთობის ექსპორტის გარდა ჩვეულებრივ სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტებსაც აწვდის უცხოურ ბაზრებს. თუმცა, უკრაინის თავდასხმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის დაზიანებამ ქვეყანა აიძულა, ბენზინისა და საავიაციო საწვავის ექსპორტი აეკრძალა.

გამოცემის ინფორმაციით, საწვავის იმპორტის საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ხელმძღვანელობდა.

ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმპორტირებულ საწვავზე სუბსიდიების დაწესების შესაძლებლობა. მათი მიზანი საწვავზე ფასების ზრდის შეკავებაა, რადგან ეს საკითხი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ინფლაციის დამატებით დაჩქარებასაც უწყობს ხელს.

წყაროების ინფორმაციით, გასულ კვირას რუსეთში ბენზინის წარმოება 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 25%-ით შემცირდა და დღეში დაახლოებით 765 ათას ბარელს შეადგენდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა
მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა
არქივი