POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 23 ივნისი 2026, 16:38

რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა ადრიან ვეშტეას მთავრობის დამტკიცებაზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. ადრიან ვეშტეამ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო 233 ხმის მოპოვება ვერ შეძლო - წერს გამოცემა POLITICO.

გამოცემის ცნობით, ვეშტეა პრეზიდენტ ნიკუშორ დანის მიერ დასახელებული მეორე წარუმატებელი კანდიდატი აღმოჩნდა, რომელსაც მხარი მხოლოდ 189 კანონმდებელმა დაუჭირა.

„დღევანდელი კენჭისყრის შედეგი არ იყო ის, რასაც რუმინეთისთვის ვისურვებდით. თუმცა, კენჭისყრის შედეგი სუვერენულია და მე მას პატივს ვცემ. მთავრობის გარეშე გატარებული 47 დღე უკვე ზედმეტად ძვირი გვიჯდება: ეს არის დაკარგული ევროპული ფონდები, ნდობა და დრო“, – დაწერა ვეშტეამ Facebook-ზე.

სტატიის მიხედვით, პრეზიდენტმა დანმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, ვის დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის მესამე კანდიდატად. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დანი მომდევნო 60 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ვერ დაასახელებს, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა
არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს, რომ არაკომპეტენტურები ხართ - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ, კეთილი ინებეთ და თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს
არქივი