ზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 23 ივნისი 2026, 23:05
პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ლევან იოსელიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
დეპუტატის კითხვები შეეხებოდა ლევან იოსელიანის ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს ეხებოდა. 
ზურაბ ქადაგიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკის შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინიციატივების მოსმენა ამ საკითხზე.

„ორი კონკრეტული კითხვა მექნება. საინტერესოა, როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა - შეუძლია თუ არა ნებისმიერ ჟურნალისტს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს შენობაში, გადაადგილდეს ნებისმიერ ოთახში, ნებისმიერ დროს ჩართოს კამერა და ა.შ.

თუ ზოგადად ევროპულ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ალბათ ჩემზე უკეთ იცით, რომ ევროპარლამენტში ჟურნალისტის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე, კონკრეტულად დერეფანში შესვლაზეც კი, წინასწარი წერილობითი ნებართვა სჭირდება.

ამავდროულად, თუკი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული წესი დასახვეწია, რატომ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა ან რეკომენდაცია? ეს კრიტიკა კრიტიკისთვის მგონია.

მეორე კითხვა - ზოგადად სახალხო დამცველი ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ანგარიშვალდებულმა ორგანომ პატივი სცეს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის წინაშეც ის წარადგენს ამ დოკუმენტს. არგუმენტად ნამდვილად ვერ გამოდგება, რომ სახალხო დამცველი საერთაშორისო კონვენციებს ეყრდნობა, რადგან ის, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოა და აპარატმა უნდა ეცადოს, გამონახოს ოქროს შუალედი და, მინიმუმ, ინსტიტუციური აცდენა არ იყოს.

მაგალითად, მომყავს ე.წ. მე-15 თავის გენდერული თანასწორობის ცნება. გეცოდინებათ, რომ გენდერული საკითხი ქალისა და მამაკაცის თემას ეხებოდა. და გენდერში რას გულისხმობთ, ეს რიტორიკულად და ზოგადად - ტერმინი, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამოიღო ხმარებიდან - ხომ არ აჯობებს რაღაცნაირად შევცვალოთ, რათა ინსტიტუტებს შორის აცდენა არ იყოს,-“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

დეპუტატის კითხვებზე საპასუხოდ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში დადგენილი რეგულაციებიდან, რომელიც მედიის აკრედიტაციის წესს ეხება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხედავს პრობლემას - კერძოდ, როდესაც კომენტარის დროს მედიას არ ეძლევა შესაძლებლობა დასვას დამატებითი კითხვები.

მისი განმარტებით, ის იზიარებს მიდგომას, რომ არ შეიძლება სხვისი ტელეფონის ეკრანის გადაღება და შემდეგ ამის გავრცელება, ან უკითხავად მისვლა ადამიანთან და ამ დროს გადაღება.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგში თუ ევროკავშირში არსებული წესები მისთვის მისაბაძი არ არის. მისი შეფასებით, ყველაფერი ავტომატურად არ უნდა გადმოვიღოთ და უნდა გადმოვიღოთ მხოლოდ ის რეგულაციები, რაც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე: საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ იყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო
ზაალ ანჯაფარიძე: ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან," ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ
ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა: სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა
ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები
არქივი