ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ასამბლეაში საქართველოს არყოფნაზე: ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 23 ივნისი 2026, 23:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თეოდორ ბოვენი ასამბლეაში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება. ისინი ესაუბრებიან ნიდერლანდების დელეგაციის სხვა მაღალჩინოსან კოლეგებს. ამიტომ ვიცი, რომ მათთან კონტაქტები არსებობს“, - განაცხადა თეოდორ ბოვენმა.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუციის მხარდასაჭერად სტრასბურგშია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დოკუმენტი ხვალ განიხილება.

ცნობისთვის, გასული წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას იმავე წლის აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა. დოკუმენტში მოცემული იყო გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვდნენენ, მათ შორის იყო „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: ირანის ეკონომიკა განადგურებულია
ლევან მაჭავარიანი: “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში- არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით
პუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში იყო მიღწეული
დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა
არქივი