ჯაბა ხუბუა იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე: საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 23 ივნისი 2026, 23:51

კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად „სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, იუთუბერ გიორგი კალატოზსა და მის მეწყვილე ტატო ბაციკაძეზე.

მისი შეფასებით, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" საკუთარი თავის მაგივრად სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. ხუბუასთვის ისიც არ არის გასაკვირი, რომ ბაციკაძე და კალატოზი, რომლებიც მანამდე “რუსთაველის გადამბუგავ მოძალადე აკაცუკებს” უჭერდნენ მხარს, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ.

“იუთუბერი ტატო ბაციკაძე ტელეკომპანია „იმედის" შესახებ წერს - ფსკერს ქვემოთ ხართო... მიზეზი? „იმედმა" ქარდზე განათავსა ბაციკაძის მეწყვილისა და მეგობრის, იუთუბერ გიორგი კალატოზის ფრაზა, რომლითაც იგი ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებელ ნაცჟურნალისტთა ტრიოს (კლდიაშვილს, ჩოკორაიას და ერაძეს) სოლიდარობას უცხადებს და ნაწილობრივ ეთანხმება კიდეც.

კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად „სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ.

ჰოდა, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" საკუთარი თავის მაგივრად სხვას რომ დაინახავს, ცოტა არ იყოს, უხერხულია.
შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ ბაციკაძე-კალატოზის დუეტი, რომელიც მანამდე „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელ, რუსთაველის გადამბუგავ მოძალადე აკაცუკებს გულშემატკივრობდა და ესარჩლებოდა, ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავს.” - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ იყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო
ზაალ ანჯაფარიძე: ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან," ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ
ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა: სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა
ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები
არქივი