23
24 ივნისი 2026, 12:01
დიდი ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ეს მათი პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ბერნემმა საპარლამენტო მანდატისთვის გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.
შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დეტალები არ გასაჯაროებულა. ამ დროისთვის ბერნემი პრემიერის პოსტზე „ლეიბორისტთა“ ერთადერთი კანდიდატია. თუ მას კონკურენტი არ გამოუჩნდება, შესაძლოა, 17 ივლისს ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |