The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 24 ივნისი 2026, 12:56

უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ექსპერტების შეფასებით, გამოწვევები ქვეყნის საზღვრებით დაწყებული, ეკონომიკური და სოციალური საკითხებით დასრულებული, მრავალ მიმართულებას მოიცავს.

გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთ მთავარ სირთულედ უკრაინის საბოლოო საზღვრების საკითხი სახელდება, რადგან ამ ეტაპზე უცნობია, რა ტერიტორიულ ფარგლებში დაასრულებს ქვეყანა მიმდინარე ომს.

უკრაინის დიდი სასოფლო-სამეურნეო სექტორი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი რესურსი შეიძლება გახდეს, თუმცა ამავდროულად სირთულეებს უქმნის ბლოკის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების სისტემას, რომელიც მიწის ფართობზეა დაფუძნებული, წერს გამოცემა.

39-მილიონიანი მოსახლეობის პირობებში უკრაინას ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა, რაც, როგორც სტატიაში აღნიშნულია, ყველა წევრი ქვეყნისთვის მისაღები, შესაძლოა, არ იყოს.

თავისუფალი გადაადგილების პრინციპმა, შესაძლოა, უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში კვალიფიციური კადრების გადინება გამოიწვიოს. ამასთან, უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სოციალური დახმარებისა და სხვა შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

დამატებით გამოწვევად განიხილება ომის შემდგომი აღდგენის მაღალი ღირებულება, რომელიც დაახლოებით 445 მილიარდ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, ასევე გავლენა ევროკავშირის თანასწორობის ფონდებზე, რომელთა მიზანიც წევრ ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.

ევროკავშირის წყაროების ცნობით, აღნიშნული საკითხების ნაწილის მოგვარება გარდამავალი პერიოდების გამოყენებით არის შესაძლებელი. თუმცა, მათივე შეფასებით, უკრაინის წარმატებით ინტეგრაციისთვის რეფორმების განხორციელება თავად ევროკავშირსაც მოუწევს.

ამასთან, კიევს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობების შეთავაზებაც შეუძლია. მათ შორისაა რუსეთის შესაძლო შემდგომი აგრესიისგან თავდაცვითი ბარიერის როლი. უკრაინას ევროპელ მოკავშირეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, განვითარებული თავდაცვითი ინდუსტრია გააჩნია და ფლობს დრონებისა და თანამედროვე ომის წარმოების მნიშვნელოვან გამოცდილებას, რაც ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობენ, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან: ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს
The Guardian: გერმანიის კანცლერი საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდის გეგმას მხარს უჭერს
ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი: ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს
გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
ზაალ ანჯაფარიძე: 2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი - საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე
არქივი