ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ოპოზიციაზე: გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც სხედან გმირები არიან, ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია - სხვა რამეა გმირობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 24 ივნისი 2026, 13:00
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით,  ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა. 

ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში არსებობს 90 კაციანი სია, რომლებსაც ეროვნულ გმირებს უწოდებენ, მაგრამ აქედან 26-მა მათგანმა საპროცესოს მოაწერა ხელი, მისივე თქმით, თავად უწყობენ ხელს გმირობის გაუფასურებას. 

„გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც ზიან  აი გმირები არიან, ვიღაცა 7 დღე დაჯდა - გმირია.  90 კაცის სიაა ეხლა სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირები და იქედან აღმოჩნდა ერთი 26 დავთვალე, რომელმაც საპროცესოს მოაწერა ხელი და გამოვიდა, ჩვენც ვუწყობთ ხელს გმირობის გაუფასურებას, სხვა რამეა გმირობა,“- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან: ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს
The Guardian: გერმანიის კანცლერი საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდის გეგმას მხარს უჭერს
ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი: ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს
გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
ზაალ ანჯაფარიძე: 2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი - საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე
არქივი