მედია: ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ პოლონეთში ვიზიტი გააუქმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 24 ივნისი 2026, 17:48

პოლონეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალის ფონზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ პოლონეთის ქალაქ გდანსკში ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ოლენა ზელენსკა უკრაინის აღდგენის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. კონფერენციას არ დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც.

გდანსკში ჩავა უკრაინული დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო უხელმძღვანელებს.

ვარშავასა და კიევს შორის უთანხმოება ზელენსკის მიერ სამხედრო ნაწილისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭებას უკავშირდება, რომელსაც პოლონელები გენოციდში ადანაშაულებენ. ამის გამო პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ზელენსკის უმაღლესი ჯილდო „ოქროს არწივი“ ჩამოართვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან
ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
არქივი