უკრაინული მედია: პარასკევს, ევროკავშირი შეეცდება დაარწმუნოს უნგრეთი, არ დაბლოკოს უკრაინისთვის კლასტერების გახსნის შესახებ წერილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 24 ივნისი 2026, 18:25

პარასკევს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფი (COELA) ხელახლა განიხილავს უკრაინისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების შეფასების საკითხს, რომელიც 23 ივნისს უნგრეთმა შეაფერხა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჯგუფი ევროკავშირს შესთავაზებს უკრაინას გაუგზავნოს წერილი თითოეულ კლასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პოზიციის წარდგენის მოწვევით, რათა დაიწყოს მათი გახსნის შესახებ განხილვა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ევროკავშირის ორმა ჩინოვნიკმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორმა დიპლომატმა განუცხადა.

უნგრეთი ტექნიკურ დონეზე აფერხებს უკრაინისთვის 2-6 კლასტერების გახსნის ოფიციალური მომზადების პროცესს. 26 ივნისს წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან, დაარწმუნონ იგი, უარი თქვას ბლოკირებაზე.

„ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა სკრინინგის შედეგების შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინა საკმარისად არის მომზადებული მოლაპარაკებებისთვის“, - განუცხადა „ევროპეისკა პრავდას“ ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.

მან დასძინა, რომ სამშაბათს, ბრიუსელში გამართულ COELA-ს ჯგუფის სხდომაზე უნგრეთი არ დაეთანხმა სკრინინგის შედეგების დამტკიცებას და ეს იმით ახსნა, რომ მის ექსპერტებს შეფასებისთვის მეტი დრო ესაჭიროებათ.

„ევროპეისკა პრავდას“ თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ „უნგრეთის ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ბლოკირება, არამედ - როგორც ტექნიკური დათქმები“.

აღსანიშნავია, რომ ასევე არ დამტკიცებულა მოლდოვისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან
ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
არქივი