ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 24 ივნისი 2026, 23:21

მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მორიგ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ყველა დოკუმენტი ერთი და იმავეს იმეორებს.

„ეს კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმის, რაზეც ქართული ოცნება ვსაუბრობთ - უსამართლო დამოკიდებულება, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა. „ქართულმა ოცნებამ“ მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, შანტაჟის, ზეწოლის, პირველ რიგში ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ჩვენს პრემიერ-მინისტრზე, მთალიანად ქართული ოცნების გუნდზე, უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო პროქსი სახელმწიფოდ, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მმართველი პარტიის დეპუტატი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში სამ ქართულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერსაც შეეხო.

„ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში გაჩნდა ახალი მუქარა ტელევიზიების დასანქცირების. გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომ „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოსტვ“ უნდა დასანქცირდეს. პირდაპირ საუბრობენ რომ უნდა დარჩეს მხოლოდ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მათი გადმოსახედიდან. მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო. სურთ აქ არაეროვნული ხელისუფლება, აგენტურა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
შალვა პაპუაშვილი - ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს
შალვა პაპუაშვილი - მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
არქივი