სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 25 ივნისი 2026, 11:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მას დაზიანება მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 126-ე და 375 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტზე: პარლამენტს შეეძლო, მთლიანად ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და ლმობიერია
უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება: ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია - Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს
გიორგი პატარიძე - ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა
არქივი