გიორგი პატარიძე - ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 25 ივნისი 2026, 12:38

ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა. განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმის დაშვება წუთების განმავლობაში მოხდება.

„ეს პროცესი, რომელიც ზოგადად მიმდინარეობს ელენე ხოშტარიასთან მიმართებით, აბსურდის თეატრს ემსგავსება, იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. ლაბორატორიული კვლევების პასუხები საბედნიეროდ, არის უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია. ეს მართლაც ღიმილისმომგვრელია. ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, ასევე შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს. წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება დაწესებულებაში. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა“, - განაცხადა პატარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა: ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა და მისი გადაცემის მონაწილეებს
სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
შალვა პაპუაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტზე: პარლამენტს შეეძლო, მთლიანად ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და ლმობიერია
უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
არქივი