ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ ნინი მთვარაძე წერს და ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადებას აქვეყნებს.
განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ იუმორისტულ „სკეტჩს“ ეხება, სადაც მონაწილეების მხრიდან ლეიკემიით დაავადებული პირების მიმართ დამცინავი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩანს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა კატეგორიულად მიუღებელია.
„მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის: Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს.
განცხადებას ხელს აწერენ:
ნინი მთვარაძე
მარიამ მითაიშვილი
თამუნა ჩახმახაშვილი
ნინო ელბაქიძე
სოფო ელოშვილი
თაკო თეზელაშვილი
ირმა გოგოლაძე
ირმა შენგელია
ინგა იაკობაძე
მეგი წაქაძე
ელზა ფარცვანია
ნათია ხიზამბარელი
ნანიკო ტორონჯაძე
დარეჯან სურმანიძე
ლია მესხიძე
ლალი ნარუშვილი
ანნა სააკაძე
ლელა ლომიძე
მევლუდი ჩულუხაძე“, - ნათქვამია განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |