ირაკლი კობახიძე: თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული რეზოლუციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 25 ივნისი 2026, 16:47

დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული ამ რეზოლუციაში.

„აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაა. ადამიანებს რომ გადახედოთ, რომლებიც აინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან, აქედან გამომდინარე, თუ რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები. არ არის შანტაჟები და მუქარები საინტერესო. დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის. შანტაჟს არავითარი ფასი არ აქვს, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება 90-იანი წლების დასაწყისიდან შესაბამისად, ასეთ შანტაჟს ვერ ექნება ვერავითარი ძალა.

ჩვენ გვექნება 2028 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები, იქ თუ მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მანამდე დემოკრატიული წესით ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ შემდეგი 2 წელიწადნახევრის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
ახიმ კელერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
არქივი