ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 25 ივნისი 2026, 18:29

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე „იუთუბერ“ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს.

მევლუდ ჩულუხაძე პოდკასტერებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს და მათ დაავადებული ბავშვების მძიმე ყოფით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„შეურაცხმყოფელია რა თქმა უნდა მშობლებისათვის და ბავშვებისათვის, რომლებიც გადიან ურთულეს გზას, ამ უსამართლო ბრძოლაში.

მთელი მსოფლიოა გაერთიანებული, მთელი მსოფლიო გაერთიანდა იმისთვის რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საჩუქარი აჩუქონ, რაღაცით მოეფერონ გული გაუხარონ და გამოდის ქართველთა ჯგუფი და ამას სასაცილოდ ხდიან - ეს არ შეიძლება.

ეს არის ონკოპაციენტების მშობლების უდიდესი შეურაცხყოფა.

საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ყველა, ონკოპაციენტების მშობლები, რომ ჩვენს შვილებს აუგად იხსენიებენ.

ეს არ არის სასაცილო თემა, დაინტერესდნენ მაინც რა გზას გადის თითოეული ბავშვი, თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! საშინელება, ამის აღწერა და თქმა შეუძლებელია ამას ვერ აგიხსნით.. ვერ ავხსნით ამას“, - განაცხადა მევდულ ჩულუხაძემ.

საქმე ეხება იუმორისტულ გადაცემას, სადაც, როგორც ონკოპაციენტების ოჯახის წევრები აცხადებენ, ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტი სასაცილოდაა წარმოჩენილი. პროექტი TBC ბანკის მიერაა დაფინანსებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან
ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ახიმ კელერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
არქივი