საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 26 ივნისი 2026, 00:48

მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი გადასცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორს, ნიკოლოზ ოვჩარენკოს, ასევე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კანცლერს, ლალი ხვედელიძეს, სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწეს, პირველი რანგის კაპიტანს, მიხეილ ბაჯელიძეს და საზღვაო კინოდოკუმენტალისტს, პაატა ტაბაღუას.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შედგა ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საზღვაო მიმოსვლის, საქართველოს სავაჭრო-სატრანზიტო როლისა და მეზღვაურების პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
არქივი