პრემიერი - გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 26 ივნისი 2026, 14:14

გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი-სტეფანწმინდის გზა. ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი - დაიწყება მომავალ წელს მშენებლობა, დასრულდება 2031 წელს. ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. აქედან გუდაურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდება უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე. სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება 2027 წელს და დასრულდება 2029 წელს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი დასრულდება 2027 წელს.

მთლიანობაში, აქაც, 2031 წლამდე მთლიანად იქნება დასრულებული თბილისი-სტეფანწმინდის გზის მშენებლობა.

რაც შეეხება ხულო-ზარზმას, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ამ გზის მშენებლობა. მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა დასრულებულია, გარდა ე.წ. „დევის ნაშენის“ მონაკვეთზე გალერეისა, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას რაც შეეხება, დასრულდება 2027 წელს, ახალი კონტრაქტორი გააგრძელებს სამუშაოებს. ფოთის ხიდის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში დასრულდება 2031 წელს. გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
გიორგი შარაშიძე - გიორგი შარაშიძე პრემიერს - ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?
პრემიერი - 1-ელი ივნისის მონაცემებით, 40 225 ოჯახის გადამოწმების შედეგად, 22 707 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა, რაც 56.4%-ია
პრემიერი - ახალი სტანდარტია დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში - გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა
არქივი