საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 26 ივნისი 2026, 14:18

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოიფინა საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ეგზემპლარი, რომელსაც 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


საქართველოს პარლამენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პლენარულ სხდომათა დარბაზში 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები დარიგდა.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში პარლამენტში მოწვეულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.


„პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოფენილია 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, რომელზეც არის პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. ეს ორიგინალი სახელმწიფო არქივში ინახება და ჩვენ ვთხოვეთ არქივს და გავაკეთეთ მისი ზუსტი ასლი, რომლებიც თქვენ დაგირიგდათ. ეს კონსტიტუცია ჩვენ სხვადასხვა თემას შეგვახსენებს - უპირველესად, შეგვახსენებს თავის შინაარსს და დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია კონსტიტუცია, რომელშიც საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღინიშნა. ამ განსაკუთრებული როლის ხაზგასმას შემდეგ 2002 წელს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელმოწერა მოჰყვა. გარდა ამისა კონსტიტუციის მიღება და ის პერიპეტიები, რომლებიც უკავშირდებოდა მის მიღებას, კერძოდ 1995 წლის 25 აგვისტოს დაგეგმილი კონსტიტუციის ხელმოწერა, სახელმწიფო მეთაურზე მომხდარი ტერაქტის გამო ვერ შედგა. მაშინაც გარე ძალების ჩარევით, ქვეყნის შიგნით ხელების ფათურით და ადამიანების დაპირისპირების გარედან წაქეზებით გადაიდო კონსტიტუციაზე ხელმოწერა და შემდგომ, 1995 წლის 17 ოქტომბერს, ამ დარბაზში გაიმართა ხელმოწერის ცერემონია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
გიორგი შარაშიძე - გიორგი შარაშიძე პრემიერს - ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?
პრემიერი - 1-ელი ივნისის მონაცემებით, 40 225 ოჯახის გადამოწმების შედეგად, 22 707 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა, რაც 56.4%-ია
პრემიერი - ახალი სტანდარტია დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში - გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში
ირაკლი კობახიძე: საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით
არქივი