გიორგი შარაშიძე - გიორგი შარაშიძე პრემიერს - ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 26 ივნისი 2026, 15:14

ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს დაუსვა შეკითხვა, რომელიც პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

შარაშიძემ კითხვები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასვა, ამ კონტექსტში რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც ახსენა და კობახიძეს სთხოვა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გაეკეთებინა.

„საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. ამ თემას, სამწუხაროდ, თქვენს ანგარიშში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმეთ, რაც, თავისთავად, უკვე მეტყველებს თქვენს დამოკიდებულებაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე პრემიერის ანგარიში.

რაც შეეხება კითხვას, თქვენ ახსენეთ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებთ რუსეთის მიმართ და მინდა შეგახსენოთ, რა არის ამ თქვენი ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც სულ ახლახან, 9 მაისს დაიწყო კრემლში, სადაც პუტინსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ, ფორსირებული ტემპით, პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა, რაზეც თქვენ აქამდე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაგიკეთებიათ. იქნებ განმარტოთ, ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რას აპირებთ იმისთვის, რომ ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ?

კიდევ მინდა ბოდიშთან დაკავშირებით გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? თუ ეთანხმებით იმას, იქნებ გვითხრათ, ვის მიმართ აქვს კონკრეტულად ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი?

კიდევ მაქვს კითხვა თქვენს საყვარელ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით, რომელიც თურმე ომში ჩართვისკენ მოგიწოდებდათ, იქნებ ახლა მაინც გახადოთ საჯარო, მართლა ყველას აინტერესებს, ვინ იყო რეალურად ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?“ - მიმართა შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
პრემიერი - პირველი ხელისუფლება ვართ 90-იანი წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც
სომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება
დავით ქართველიშვილი: ტენდენციაა საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო სახალისო "სტენდ-აპში": იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე - დღეს თენგიზ შარმანაშვილი აიყვანეს სამიზნედ. ადამიანი, რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში
არქივი