სომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 ივნისი 2026, 17:45

სომხეთში ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს - მას უცხო სახელმწიფოების ოფიციალურ პირებთან შეხვედრა და მათთვის "სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვების უზრუნველყოფისკენ" მოწოდება ედება ბრალად.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩალაბიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის "სომხეთის რეფერენდუმის" წევრია, ოთხშაბათს დააკავეს.

მედიის ცნობით, ჩალაბიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით, დაკავების მიზეზი ჩალაბიანის მიერ 2026 წლის მაისში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები გახდა, სადაც ის სხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.

"დაარწმუნა და წააქეზა ისინი, გამოეყენებინათ თავიანთი სამსახურებრივი და მთავრობის უფლებამოსილებები და გავლენა სომხეთის მოქალაქეების საარჩევნო უფლებების თავისუფალი განხორციელების ხელშესაშლელად", - აცხადებს უწყება.

გამოცემა Civilnet კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ჩალაბიანმა უცხოელ ოფიციალურ პირებთან შეთანხმებას მიაღწია, რათა "ამ ქვეყანაში მყოფი სომეხი დასაქმებულები" ეიძულებინათ, ჩასულიყვნენ სომხეთში და ხმა მიეცათ "ძლიერი სომხეთის ალიანსისთვის" - ოპოზიციური ჯგუფისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად არ სახელდება ის ქვეყანა, რომელსაც ჩალაბიანი ეწვია, სომეხი ოფიციალური პირები და ადგილობრივი მეთვალყურეები 7 ივნისის არჩევნებამდე აფრთხილებდნენ საზოგადოებას შესაძლო ჩარევის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებთ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა - თქვენს ადგილას კვერცხებზე არ ვისაუბრებდი
პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები
პრემიერი - დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
არქივი