გაერო ვენესუელაში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე: ეს არის უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია, 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და 500-ზე მეტი გარდაცვლილია - ნანგრევების გაწმენდა და ძიება კოლოსალურ ამოცანას წარმოადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 ივნისი 2026, 22:17

ვენესუელაში მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

სააგენტო AFP-სთან საუბრისას, ფლეტჩერმა არსებულ სიტუაციას „უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია“ უწოდა.

„ეს არის უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია. 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და 500-ზე მეტი გარდაცვლილია. შესაბამისად, ნანგრევების გაწმენდა და ძიება კოლოსალურ ამოცანას წარმოადგენს“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
89 წლის ასაკში ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა
პატრიარქი: ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა - მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას
არქივი