პატრიარქი: ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა - მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 27 ივნისი 2026, 03:50

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის მშობლებს, ოჯახსა და სრულიად ინგუშეთს.

„ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.

პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად.

ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.

მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად.

უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის წერილში.

8 წლის ინგუში ბიჭი, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიან 10 კილომეტრის მოშორებით მაშველებმა იპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
89 წლის ასაკში ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა
გაერო ვენესუელაში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე: ეს არის უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია, 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და 500-ზე მეტი გარდაცვლილია - ნანგრევების გაწმენდა და ძიება კოლოსალურ ამოცანას წარმოადგენს
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას
არქივი