POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 27 ივნისი 2026, 15:12

ევროკომისიის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გუშინ კონდიცირების სისტემა დროებით გათიშეს, რაც ევროპაში გავრცელებულ სიცხის ტალღას უკავშირდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანამშრომლებმა შენობაში დღის შუა პერიოდში შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ეწერა: „გადაუდებელი: ექსტრემალური ამინდის პირობების გამო, 1 - 7 სართულებზე ჰაერის გაგრილების სისტემა დღის ბოლომდე ითიშება“.

13-სართულიან შენობაში მუშაობენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი 26 კომისარი და დაახლოებით 3 000 თანამშრომელი.

როგორც გამოცემა წერს, ბელგიასა და ევროპის დიდ ნაწილში ბოლო ერთი კვირაა რეკორდული სიცხეები ფიქსირდება. ევროკომისიამ თანამშრომლებს რეკომენდაციები მისცა, მათ შორის დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში გარეთ გასვლის თავიდან აცილება, წყლის რეგულარული მიღება და სამუშაო დღის ადრე დაწყება.

თუმცა, ნაწილი თანამშრომლების განცხადებით, შენობებში, სადაც კონდიცირება არ მუშაობს, სამუშაო პირობები გაუარესებულია. ზოგიერთი თანამშრომელი სიტუაციას „ფეოდალიზმს“ უწოდებს, რადგან მათი თქმით, მაღალი სართულები, სადაც კომისრები მუშაობენ, კონდიცირებით უზრუნველყოფილია, ქვედა სართულებზე კი მდგომარეობა რთულია.

ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, მიუხედავად კონდიცირების მუშაობისა, ტემპერატურა შენობაში მაინც 25.7 გრადუსს აღწევს.

სიცხის ტალღამ ევროპაში კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი კონდიცირების სისტემების ნაკლებობის შესახებ. კონტინენტზე შინამეურნეობების მხოლოდ დაახლოებით მეხუთედს აქვს კონდიციონერი, ხოლო ბელგიაში მატარებლების დაახლოებით მეხუთედი არ არის აღჭურვილი გაგრილების სისტემით, რის გამოც რკინიგზამ პიკური საათების რეისების ნაწილი გააუქმა.

ამასთან, ევროპარლამენტიც განიცდის ენერგომომარაგების პრობლემებს, რაც გამოწვეულია გაგრილების სისტემების გაზრდილი დატვირთვით, წერს POLITICO.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება
POLITICO: Volkswagen-ი ფინანსური სირთულეების გამო 100 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
89 წლის ასაკში ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა
პატრიარქი: ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა - მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა
არქივი