ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 27 ივნისი 2026, 19:01

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის.

ელჩმა ჩინეთში გამართულ მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასი ლითონის მადნები საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი სატრანზიტო ვაჭრობაზე მოდის. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, როგორიცაა მინერალური წყალი და სანელებლები, შედარებით მცირე მასშტაბისაა, ბოლო წლებში ჩინეთში მათი ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. რეკომენდებულია, რომ საქართველომ აქტიურად განაგრძოს მონაწილეობა ჩინეთში გამართულ მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო და კუანგჭოუს გამოფენა-გაყიდვა, რათა ჩინელ მომხმარებლებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ ცნობიერება და აღიარება მუდმივად გაიზარდოს.

გარდა ამისა, ჩინეთი და საქართველო განიხილავენ ელექტრონული კომერციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რაც, მჯერა, ეფექტურად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო ელექტრონულ კომერციას. მომავალში, ჩვენ ასევე ჩავატარებთ ელექტრონული კომერციის ბიზნეს გაცნობით ღონისძიებებს, რათა დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს ჩინელი მომხმარებლების საყვარელი ელექტრონული კომერციის პლატფორმების ეფექტურად გამოყენებაში და ჩინეთში ისეთი წამყვანი ქართული პროდუქტების, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყალი, გაყიდვების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში", - განაცხადა ელჩმა.

ჭოუ ციენმა იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომლებშიც საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები არსებობს.

„ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს რბილი კლიმატი, ნაყოფიერი ნიადაგი და უხვი სასოფლო-სამეურნეო რესურსი, თუმცა მისი თვითკმარობის მაჩვენებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და საკვების მიმართ დაბალია, ხოლო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტის მოცულობა დიდი არ არის. ჩინეთის დარგვისა და კულტივირების ტექნოლოგიები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, ორ მხარეს შეუძლია თანამშრომლობის განხილვა მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სფეროში. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ხილისა და თხილეულის მდიდარი ასორტიმენტი მნიშვნელოვანი მოსავლიანობით, შესაძლებელია გადამუშავების ტექნოლოგიების დონის გაუმჯობესება და საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და გარეგნული იერსახის გაუმჯობესებით ექსპორტირებული პროდუქციის დამატებითი ღირებულების გაზრდა. აღნიშნულ სფეროებში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს", - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის
არქივი