დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 27 ივნისი 2026, 19:43
20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების, მისი მიმდინარეობისა და მოლოდინების შესახებ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და რაგბის მოყვარულები საქართველოს ნაკრებისგან წარმატებულ ასპარეზობას ელოდებიან.

„დღეს ველოდებით საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების თამაშს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ისტორიაში ჯერ არ გვქონია შემთხვევა, ჯგუფური ეტაპი პირველივე თამაშის მოგებით დაგვეწყოს. ეს ძალიან პრინციპული შეხვედრაა, რადგან მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გუნდმა იცოდა, რომ სწორედ ამ მატჩისთვის ემზადებოდა. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ გუნდმა ამ შეხვედრაში წარმატებას მიაღწიოს. სტადიონი გულშემატკივრებით იქნება სავსე, ყველა ბილეთი გაყიდულია და ამისთვის დიდი მადლობა ქომაგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიჭების გამხნევება და მათ გვერდით დგომა.

რაც შეეხება ხარისხს, ამაზე მეტყველებს ის, თუ როგორ ჩატარდა პირველი თამაში და როგორ გაიმართა სხვა მატჩებიც. საქართველოში მსოფლიო სარაგბო წრეების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ორგანიზებით კმაყოფილები და მადლიერები არიან. ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოედანზე მიღწეული შედეგების, არამედ იმ თვალსაზრისითაც, თუ რა ხარისხით ჩავატარებთ ჩემპიონატს და როგორი იქნება მისი საერთო ორგანიზება,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მიერ გამართულ ტესტ-მატჩებზე და მათ მაღალი შეფასება მისცა.

„უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს გამარჯვებას ზელანდიის ნაკრებთან, რომელსაც 1949 წლიდან T2 ჯგუფის გუნდისთვის არ ჰქონდა წაგებული. ბიჭებისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ თავდაჯერებულობას მატებს და აძლევს რწმენას, რომ მზად არიან დიდი ბრძოლებისა და დიდი გამარჯვებებისთვის. გარდა ამისა, თამაშიც ძალიან მაღალი დონის იყო, რაც გვაძლევს იმედს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატსაც ბიჭები მაღალ დონეზე ჩაატარებენ. მათ დიდი გზა გაიარეს, დიდი შრომა ჩადეს და ახლა დადგა დრო, ეს ყველაფერი ქულებსა და გამარჯვებებში გარდასახონ. წარმატებებს ვუსურვებ მათ. რაგბის გარშემო დღეს ყველა გაერთიანებულია, რაც ძალიან მახარებს,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
არქივი